საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 805 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 650-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეები მხოლოდ ელექტრონული, ე.წ.ჩიპიანი პირადობის მოწმობების აღებას შეძლებენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბაგებში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, რასაც 2 ადამიანის დაჭრა მოყვა, ორი პირი დააკავა