საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 432 903
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 390 827
მათ შორის გარდაცვლილი – 5 948
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 45 229, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, PCR ტესტით – 18 760
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო 7 დღის – 8,35%
სულ აცრილია – 542 639, დღიურად აცრილია – 16 852
კარანტინის რეჟიმში – 46
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 200
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 297
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 199 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 180 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,2 მილიონზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიForbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა
შემდეგი სტატიათბილისში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს