საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 945, ხოლო პისიარტესტით – 10 145.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,49 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,55 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 721 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 004 გამოჯანმრთელდა, 3 643 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 241, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 316 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიატიკარაძე – საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაცია