საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 643-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგომის მთაზე სამაშველო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა