საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 315–ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს