საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 596 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასამნიძე – მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვის, მსჯელობის გარეშე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას