მნიშვნელოვანია, არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვისა და მსჯელობის გარეშე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
აღნიშნულით სამნიძემ შეაფასა დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის, სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმთან დაკავშირებით ცვლილებები.
„ნიკა მელიას იმუნიტეტის კადრების მოხსნამ და ფაქტმა ისეთი შემზარავი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი საკითხი იყო კვორუმის აწევა იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე. ეს წერია კიდეც შარლ მიშელის დოკუმენტში. მნიშვნელოვანია, არც ერთ გუნდს არ ჰქონდეს უფლება, განხილვისა და მსჯელობის გარეშე დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნას. საკითხი რომ ასეთ მაღალ რანგში გადავიდა მოლაპარაკებების პროცესში, ეს შეცვლის ვითარებას. 90 ხმა განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძმ.