საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 274 989 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 237 გამოჯანმრთელდა, 3 648 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 251, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 338 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 136 პირი.

ამასთან, 13 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიათურქეთის მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლობას სოლიდარობას უცხადებენ