თურქეთის მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლობას სოლიდარობას უცხადებენ

„ჩვენ, თურქეთის მწვანეები, სოლიდარობას ვუცხადებთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლობას, საქართველოს მწვანეებს, აქტივისტებსა და მეცნიერებს.
უკვე 4 თვეზეა მეტია, რაც მკვიდრი მოსახლეობა და მათი მხარდამჭერები კარვებში ათევენ ღამეს და აპროტესტებენ ნამახვანჰესის, როგორც მას ადგილობრვები ეძახიან “სიკვდილის ჰესის“, მშენებლობას.
თურქულმა გიგანტურმა სამშენებლო კომპანია „ენკა“-მ შესაბამისი კვლევებისა და დოკუმენტების გარეშე დაიწყო მშენებლობა. ამ ფაქტით გამოწვეულ პროტესტს კი პასუხი მოსყიდვითა და პოლიციური ძალის გამოყენებით გასცეს.
ნამახვანჰესის მშენებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მიკროკლიმატს, რომელთა შორისაა გადაშენების პირას მყოფი თევზი (ხმელთაშუა ზღვის ზუთხი) და უნიკალური ვაზის ჯიშები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ღვინის ინდუსტრიისათვის. პროექტი 100 ოჯახზე მეტს ემუქრება გადასახლებით. არსებობს დატბორვისა და მიწისძვრის საშიშროება, რომლის შემთხვევაშიც რეგიონთან ერთად საფრთხის ქვეშ ექცევა სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე, საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქი – ქუთაისი.
ნამახვანჰესი ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის, ბუნებრივი გარემოსთვის, კლიმატისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.
ჩვენ არ გავჩუმდებით მთავრობის დაფარულ, კორუფციულ გარიგებებზე და არ მოვითმენთ ეკონომიკური განვითარების სახელით შენიღბულ კიდევ ერთ ეკოლოგიურ კატასტროფას.
ჩვენ მოვითხოვთ:
– სასწრაფოდ შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა სანამ არ იქნება მიღწეული გამჭვირვალე და ინკულზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
– გარემოსდაცვითი რისკების ადეკვატური შეფასება შექმნილი და გაზიარებული საზოგადოების მიერ.
– სახელმწიფომ ჩადოს და მოიზიდოს ინვესტიციები რეალურად განახლებად, მწვანე ენერგიებში, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნიან ეკოლოგიურ მდგომარეობას, ნაცვლად მწვანედ გასაღებული ჰესების პროექტებისა,“- თურქეთის მწვანე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხვალიდან დაიწყება