კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წევრებთანაც.

 

banner
წინა სტატიაშიჭყონდიდის ეპარქიაში ჟურნალისტებზე ზეწოლა გრძელდება (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა