საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 355 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 637 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 435-ია.

ბოლო 24 საათში 9 653 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 4 697, პისიარტესტი – 4 956.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,5 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 328 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 723, კლინიკურ სასტუმროში რჩება 231 პირი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა