საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 139 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 906 პირი.

ამასთან, 7 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 531 პაციენტი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიაპატურაი: ნატოს სამოქმედო გეგმის მისაღებად ან წევრობისთვის გარკვეული კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილის ცემაში ბრალდებული დავით პარკაძე, მოსამართლემ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა