აპატურაი: ნატოს სამოქმედო გეგმის მისაღებად ან წევრობისთვის გარკვეული კრიტერიუმების შესრულება საკმარისი არ არის

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმის მისაღებად და ალიანსის წევრობისთვის საკმარისი არ არის გარკვვეული კრიტერიუმების ტექნიკური შესრულება, რადგანაც ნატოში ახალი წევრების მიღება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ამის შესახებ მან იმ იდეის კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინას სურს ნატოს წევრობისთვის გარკვეული კრიტერიუმების ჩამონათვალი მიიღოს.
“ეს ასე არ მუშაობს. არ არსეობს გამოკვეთილი კრიტერიუმები, რომლის შესრულების შემდეგ გეგმის მიცემა ან ალიანსის წევრობაა შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს არ არის წმინდა ტექნიკური კრიტერიუმი… მე არ ვამბობ, რომ რეფორმებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის კავშირი არ არის, ცხადია, არის. მაგრამ, თავად ჩამონათვალის შესრულება საკმარისი არ არის” – ჯეიმს აპატურაიმ თქვა.
მან განმარტა, რომ ქვეყანა, ცხადია, წევრობისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად ნატო უნდა იყოს მზად და ამ გადაწყვეტილებებს წევრი ქვეყნები იღებენ, მაგრამ მესამე მხარის ჩარევის გარეშე – ამ შემთხვევაში, რუსეთის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში განაცხადა, რომ უკრაინას ნატოს წევრობისთვის სამოქმედო გეგმის მიღება სურს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა თქვა, რომ გუგლს, ტვიტერს და ფეისბუქს სასამართლოში უჩივლებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა