გოკა გაბაშვილის ცემაში ბრალდებული დავით პარკაძე, მოსამართლემ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა

ოპოზიციონერი გოკა გაბაშვილის ცემაში ბრალდებული დავით პარკაძე, მოსამართლემ ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა თავად დაზარალებულმა ამის შესახებ მხოლოდ მედიიდან გაიგო. გოკა გაბაშვილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ აეროპორტში მომხდარი თავდასხმა წინასწარ, სუს-ის მიერ იყო დაგეგმილი და ხელისუფლება ახლა ამ დანაშაულის დამალვას ცდილობს.

“თქვენგან გავიგე, რომ სასამართლო ჩატარებულა, პროცედურები ჩატარებულა, არავის დაურეკავს, არავის შეუტყობინებია. რა თქმა უნდა, ამას ასე უხმაუროდ ჩაფარცხავდნენ ამის მოლოდინი მქონდა კიდევაც. აქ მთავარი იყო ფიზიკური თავდასხმა ჩვენზე, ფიზიკური სასჯელი, რაც აეროპორტში მოაწყვეს, ჩვენზე ზონდერული თავდასხმა.

აშკარად ჩვენ ვიყავით თავდასხმის ობიექტები და კიდევ აქეთ წააყენეს ბრალი. ასე რომ ჩემ ნაწილში რა მოხდა, არც უთქვამთ. არც არავინ გამოუკითხავს, როგორც ჩანს ამ ფორმით ჩახურეს ჩემი ნაწილი. ეს არის ქართული ოცნების მიერ მოწყობილ საქმეებს შორის. პოლიტიკური მოტივებით გამიზნული შურისძიების აქტი”,- თქვა გაბაშვილმა.

საქმე ეხება 2019 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს ფიზიკურად 2 პირი გაუსწორდა. ამ საქმეზე გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს, გიგი უგულავა კი ბრალდებულად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: პრემიერმინისტრის განცხადებაში ძალადობისკენ მოწოდება ვერ დავინახე