საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6,62%, ბოლო შვიდი დღის – 6,17%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 605 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 573 542 გამოჯანმრთელდა, 8 787 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 729 672 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 580.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მარნეულში ქვემო ქართლის გუნდი წარადგინეს