„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მარნეულში ქვემო ქართლის გუნდი წარადგინეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და აჰმედ იმაკულიევმა მარნეულში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინეს.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მარნეულის ოფისთან, ჩვენი წარმომადგენლები გავაცანით მოსახლეობას, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას და მთელს საქართველოს განსხვავება “ქართული ოცნებისგან” – განაცხადა მარნეულში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.
„ეს გუნდი, „ევროპული საქართველო“ ვინც აქ ვართ და აჰმედი ჩემთვის მაგალითია წინსვლის იქითკენ, სადაც ეს ქვეყანა თანასწორია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, სადაც ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ეთნიკური წარმოშობა და რელიგია, რომლითაც ვამაყობთ, მაგრამ ამავდროულად ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ერთად მიგვყავს ეს ქვეყანა წინ, იქ სადაც არის თავისუფლება, სიცოცხლე არის დაცული და სადაც ყველას შეგვიძლია, რომ ბედნიერებას მივაღწიოთ ჩვენი შრომით.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მარნეულის ოფისთან, ჩვენი წარმომადგენლები გავაცანით მოსახლეობას, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მოსახლეობას და მთელს საქართველოს განსხვავება “ქართული ოცნებისგან”, რომელიც არის უნიათო 9 წლის განმავლობაში საქართველო მიიყვანა ამ ზღვრამდე, ეს ყველაფერი არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, 2 ოქტომბერს აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” – განაცხადა იმამკულიევმა
„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც არის კონკრეტულად მარნეულში, “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, დაშინებებზე, ისინი ცდილობდენ, რომ დააშინონ ხალხი, ეს არ არის მხოლოდ თვითმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებში წყდება ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლების ბედი.“ – განაცხადა თამარისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო რობაქიძემ
მარნეულში „ევროპული საქართველოს“ გუნდი ასე გამოიყურება:
1. ამილ ასუმოვი – კაპანახჩი ალგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი
2. გიას მამედოვი – ქუთლიარი ყულარის მაჟორიტარობის კანდიდატი
3. ანარ ზეინალოვი – ყიზლაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი
4. ნინო რობაქიძე – თამარისის მაჟორიტარობის კანდიდატი
5. ფარხად გარაჯაევი – დამია-გეურარხი,შულავერის მაჟორიტარობის კანდიდატი

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 497, იმერეთში – 278, კახეთში – 220