საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.

„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე- ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში