საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2443-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 13 451 ტესტი ჩატარდა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 პირი.

28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 კი აჭარაში გამოვლინდა