საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 820-ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 993 პირი
შემდეგი სტატიაპოლიციამ გარდაბანში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა