საქართველოში 4 152 მედიცინის მუშაკია აცრილი

ჩვენთან ბოლო მონაცემებით აცრილია 4 152 მედიცინის მუშაკი. დღეიდან დაიწყო 75 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია, ასეთი უკვე დარეგისტრირებულია 371 პირი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ არ აიცრება, ეპიდემია ვერ დასრულდება.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 20 პროცენტი კატეგორიულად წინააღმდეგია აცრის, 29 პროცენტი კატეგორიულად ეთანხმება, რომ უნდა აიცრას. დანარჩენი მერყეობს. ვინც დღეს მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა აუცილებელია. ვაქცინების ყველაზე დიდი ეფექტია, რომ ადამიანი არ მძიმდება, თუ ის ვაქცინირებულია ორჯერადად და მისი ფატალური გამოსავალი არის მინიმუმამდე დასული. ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა აიცრას. ჩვენთან ბოლო მონაცემებით აცრილია 4 152 მედიცინის მუშაკი. დღეიდან დაიწყება 75 წელს ზემოთ პირების ვაქცინაცია, ასეთია დარეგისტრირებული 371“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ხელოვნური კუნძულიდან წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ