საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება.” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკეკელიძეზე, გამოსახლების პროცესის გაშუქებისას დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ