TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის შენობასთან ნიღბიანი პირებით, ორი მანქანა იყო ჩასაფრებული.
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა TV პირველის ეთერში თქვა, ერთ-ერთი მანქანა ტელევიზიის ტერიტორიაზეც შევიდა.
მანქანებმა ტელევიზიის ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ნოდარ მელაძე მათთან მივიდა და ჰკითხა, რატომ იყვნენ ადგილზე.
“მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალდეს ის, რაც არის. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე, გამოვიძახე პატრული…
დაახლოებით ერთი საათია, რაც ეს მანქანები ჩასაფრებულები არიან ტელევიზიის ტერიტორიაზე. ვაკვირდებოდით. ორივე მანქანა დაქოქილი იყო ამ დროისთვის. მანამდე ერთ-ერთი ავტომობილი შემოვიდა შიდა ტერიტორიაზე, ისარგებლა იმ მომენტით, რომ სტუმრები იყვნენ მოსულები, შლაგბაუმი იყო გახსნილი და არც ჭიშკარი იყო დაკეტილი. ოთხმა პირმა, რომლებსაც ეკეთათ პირბადეები, დაარტყეს წრე და გავიდნენ უკან. დაზვერეს სიტუაცია”, – თქვა მელაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.