ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 565 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება