“უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება, ხოლო არჩევნების მერე, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში,” – ამ ინიციატივას ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე “რეაქციაში” ახმოვანებს.
ხაზარაძის თქმით, საჯარო მოხელეები, რომლებსაც ქართული ოცნება სამსახურიდან გაათავისუფლებს, ფინანსური დახმარება სწორედ ამ ფონდიდან უნდა მიიღონ.
ხმამაღლა ეს ადამიანები ვერ აფიქსირებენ თავის პოზიციას, აქვს ვალდებულებები, იციან, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ამიტომ ეს ტერორი ერთი მხრიდან, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და მეორე მხრიდან, სურვილი, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომელმა თქვას თამამად, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები, ეს საკითხი გადასაწყვეტია – ასეთი იდეა მინდა გავაჟღერო, რომ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი, რომელშიც მე გავაკეთებ კონტრიბუციას და უნდა იყოს მართული ცნობადი ადამიანის მხრიდან, რომელსაც მსგავსი ფონდების მართვის გამოცდილება აქვს, ერთ-ერთია ნანუკა ჟორჟოლიანი – იზიდავს თანხებს და ეხმარება ბავშვებს, არის კიდევ რამდენიმე საერთაშირისო ფონდი, რომ შეიქმნას დირექტორთა საბჭო და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან მათიო პოზიციის დაფიქსირების გამო, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება, ხოლო არჩევნების მერე პირველ რიგში, ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში. უნდა მივცეთ კომფორტი და გარანტია იმისა, რომ თუ ისინი გათავისუფლებული იქნებიან ქართული ოცნების მხრიდან იმიტომ, რომ მათ აქვთ სხვა აზრი და გამოდიან რუსული კანონის და ხელისუფლების წინააღმდეგ, სინი დარჩებიან ქუჩაში ამათი გადაწყვეტილების გამო, ვინც არ უნდა იყოს, მეეზოვე, აკადემიკოსი, პოლიციელი თუ ა.შ. ამ ფონდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უახლოეს 5 თვის განმავლობაში ამ ადამიანებს არ შექმნათ არანაირი ფინანსური პრობლემა, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე,“ – ამბობს ხაზარაძე.