„დაჭერები დაიწყეს მოულოდნელად პოლიციელებმა. იჭერდნენ გოგოებს თმებით, ძალადობდნენ, საშინელ რაღაცებს აკეთებდნენ,“ – ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ დაკავებებზე ლაზარე გრიგორიადისი საუბრობს.
როგორც გრიგორიადისი ამბობს, მსვლელობით მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, რომლების დაკავებაც დაიწყო პოლიციამ და მომიტინგეებზე იძალადა.
მოვდიოდით, მსვლელობა გვქონდა შუა გზაზე და უცბად, კონკრეტულ ადგილებში დაიწყეს ხალხის უაზროდ დაჭერა. არ მიგვიცია მიზეზი, არც ქვა უსვრია არავის, არც არავის არავისთვის დაურტყამს, მივდიოდით და დაიწყეს რტყმებით დაჭერა. წინ ვიდექი და დავინახე, თმებით როგორ მიათრევდნენ. სამი გოგო დავინახე, რომ დააკავეს. ჩემს წინ ვინც იდგნენ, იმათ გაუსწორდნენ ფიზიკურად, თმებში მოწვდნენ და ვექაჩებოდით, რომ არ წაეყვანათ,“ – ამბობს ლაზარე.