არჩევნები ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი თემაა. ამჯერად ხმაურიანი ინტერვიუ პრეზიდენტმა “სქაი ნიუსს” მისცა, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ მოსკოვი ემზადება საქართველოს არჩევნებში ჩასარევად. თქვა, რომ მოსკოვი აქტიურად აფინანსებს ქვეყანაში მარგინალურ ჯგუფებს. რუსულ საფრთხეებზე დღეს ამერიკის ელჩიც ღიად საუბრობდა. რობინ დანიგანი საქართველოს რუსული გავლენებისგან დაცვაში დახმარებას სთავაზობს. ამ წინადადებაზე ელჩმა პრაქტიკულად უარი მიიღო.
“ქართული ოცნება” რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთს და ამერიკას ერთ სიბრტყეში აყენებს და ელჩ დანიგანს მოუწოდებს, რომ არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ შტატებმაც თავი უნდა შეიკავოს გადამწყვეტ არჩევნებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენისგან.
ზურაბიშვილის ინტერვიუს ხელისუფლების პოლიტიკური ისტერია მოჰყვა. პრეზიდენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად რუსულ საფრთხეებზე საუბრობს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულეს.