თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები – კორძაია

კორძაიამ “ოცნებას” ასევე პირდაპირ დაადანაშაულა, რომ ისინი აქციის მონაწილეებს население -ს ეძახიან და აანონსებენ, რომ ორი საუკუნის ბრძოლას რუსეთის წარმატებით უნდა დასრულდეს.

“გუშინ თქვენ დაადასტურეთ ერთი რამ, რომ შეიკრიბეთ ფსევდოპატრიოტიზმს ამოფარებული, ქვეყნის ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით მდგარი, ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი მგზავრები. ეს იყო სრულიად ნათელი, და ციტირებდით მუდმივად ილია ჭავჭავაძეს. „ესრეთ რას არგებს კაცსა დიდება თუ მოაკლდება თავისუფლება“,- ეს არის ბარათაშვილი და ეს საკითხი, საგარეო კურსის საკითხი მან დააყენა ორი საუკუნის წინ, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ. ამის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ეყრდნობით, გააღვივა დასავლური კურსისა და საქართველოს აღორძინების იდეა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება შესწირა იმას, რომ საქართველოს იდეა აეღორძინებინა, რომელიც შეუძლებელია ყოფილიყო რუსეთის ხელქვეშ და მისი ფრაზები, რომლებსაც ციტირებთ, შინაარსგამოცლილია თქვენგან, იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება დაუთმო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ გუშინ თქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ დღეს უომრად, ხმის ამოღების გარეშე თმობთ რეალურ სუვერენიტეტს და სამწუხაროდ, ამას აკეთებთ სწორედ ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ამოფარებული და ეს არის სწორედ იმ მოქალაქეების მოტყუება, რომლებიც გუშინ მოიყვანეთ აქ. ჩემი პატივისცემა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მხარდაჭერა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გუშინ სახის გამოჩენის ერიდებოდა, იმიტომ, რომ დავალების შესრულება არავის არ სიამოვნებს. ორი საუკუნეა საქართველო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ გუშინ დააანონსეთ, რომ ორი საუკუნის ბრძოლა უნდა დასრულდეს რუსეთის წარმატებით და არ გამოგივათ ეს. ამიტომ, ვინც ამ პროცესში ევროპის მხარეს ხართ და არა რუსეთის, ვისაც გესმით ნამდვილი შინაარსი ილია ჭავჭავაძის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოვლენის, ისევ გამოდით და ისევ თქვით თქვენი სიტყვა, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი და ევროპის ოჯახის წევრი სახელმწიფო“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის გენერალური დირექტორი თბილისში ჩამოდის
შემდეგი სტატიაყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ჩარკვიანი