ბელგია უკრაინას საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გადასცემს

ბელგია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა,ალექსანდრ დე კროომ, განაცხადა.

“ჩვენ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტს ის, რაც მოითხოვა – მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის მოსაშორებლად”, – განაცხადა დე კროომ.

ზელენსკიმ ბელგიას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა – “ასეთი მტკიცე და დროული ქმედებები არის ზუსტად ის, რაც უკრაინასა და მთელ ევროპაში თავისუფლების დასაცავად გვჭირდება”.

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ, 26 თებერვალს განაცხადა, რომ ინიციატივას მხარი უკვე 15-მა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა. ინიციატივა კი უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი დასავლეთს რუსულ საფრთხეებზე მიანიშნებს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რუსული რუბლი ოფიციალური ვალუტა ხდება