წულუკიანმა მკლავჭიდის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს ხელფასი მოუხსნა. სპორტსმენები უკვე ორი თვეა უშედეგოდ ელოდებიან ანაზღაურების დარიცხვას.
ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელით ჩემპიონატებზე ასპარეზობდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიეს, გაოგნებულები არიან. არავინ იცის მიზეზი, რის გამოც ისინი წულუკიანმა შემოსავლის გარეშე დატოვა. მკლავჭიდის ჩემპიონები მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ.