ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ჩარკვიანი

ბიძინა, შენ მე მომატყუე! ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი შეცვლას. გუშინ, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის სიტყვა, ეს ინფორმაცია მივიღე იმ წლებში და მხოლოდ ამან განაპირობა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. რაც გუშინ მოვისმინე, რუსული „სფიჩი“, მის გამო წავედი ოპოზიციაში. გუშინ პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი ტრიბუნასთან, რუსი ივანიშვილი! ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე. მე შენგან სხვა სიტყვები მაქვს მოსმენილი გორში, 2012 წელს, პირადი საუბრის დროს. ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშითქვენი გამოსვლა იყო ფსევდოპატრიოტული სულისკვეთების, ქვეყნის სუვერენიტეტს ამოფარებული და ბიძინა ივანიშვილის იმედად მყოფი განცხადებები – კორძაია
შემდეგი სტატიაპარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია