საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს

„შექმნილი მდგომარეობის ფონზე საქართველოს ბანკი განაგრძობს სერვისების სრულ და უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად მუშაობს სწრაფი ჩაარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს ცხელი ხაზი. საბანკო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აუცილებელი იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან საქართველოს ბანკი არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება. ბანკის მომხმარებელი შეუფერხებლად შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით.

ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს”-ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიაერთინაი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ავიახაზებბის განცხადებას ეხმაურება