ერთინაი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ავიახაზებბის განცხადებას ეხმაურება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის

“ერთინაი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ავიახაზებბის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩარტერული ფრენების დანიშვნას შეეხებოდა და მთავრობას მოუწოდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი საქართველოს მოქალქეები დროულად დააბრუნოს ქვეყანაში.
აღნიშულის შესახებ პარტიის თავმჯდომაე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიის ინიციატივები, რომებიც კომუნალურ და ინტერნეტ ვაუჩერებს შეეხებოდა, არანაირად არ უკვაშირდება პოლიტიკური ქულების დაწერას და მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს შეეხება.
„არ წყდება ზარები, რომლებიც ევროპის სხვადასხვ ქალებიდან შემოდის. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ვერ ახერხებს დაბრუნებას. მათმა უმრავლესობამ დაკარგა სამსახური, შესაბამისად არანაირი შემოსავლის წყარებო აღარ გააჩნიათ. მათ შორის არიან სტუდენტები. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ საკონსულოებისგნ ვერ იღებენ ვერანაირ პასუხს. ამიტომ, ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ისინი სამშობლოში დააბრუნონ. ვიცი მათ ამით შესაძლებლობები აქვთ.
ხაზგასასმელია საქართველოს ავიახაზების ინიციატივა, რომლის თანახმადაც მზად არიან ჩარტერული რეისებისთვის. ესაა სასწრაფოდ გასაკეთებელი. ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები უნდა გამოვიყვანოთ.
რააც შეგვეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ უკვე გავახმოვანეთ ინიციატივები კომუნალურ და ინტერნეტ ვაუჩერებთან დაკავშირებით. პარტია ასევე მუშაობს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ. ასევე, ვმუშაობთ იმ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების ყველაზე მოწყვლადი ფენები აშექმნილ მდგომარეობასი მარტო არ უნდა დატოვოს.“-ნათქვამია ერთინაი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატვ პირველთან ერთად, ინკასო მთავარი არხის ანგარიშებსაც დაედო