საქართველო თანდათან კარგავს ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება – რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ საქართველოში არასტაბილურობის დასაწყისს ხედავს და ეს მას ძალიან აშფოთებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ისაუბრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს.

“აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ იმის თქმა, რომ განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს – ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება, დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი გარდაუვალად მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის, მისი შემობრუნება რთული იქნება, ასე რომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა”, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

ევროპელი დეპუტატების შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ევროკავშირის წევრობის მიმართ, საქართველოს მმართველ ელიტაში, მათ შორის ინტეგრაციის გაჭიანურებული პროცესის გამოც, ინტერესის ნაკლებობას ხედავენ, ეს კი სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია – “გირჩი- მეტი თავისუფლება”