რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა – ზურაბიშვილი

“რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატების, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური – არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონიმიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში.” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის კითხვას – როგორია რუსეთთან ურთიერთობის მისეული ხედვა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ზელენსკის – უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია
შემდეგი სტატიასაქართველო თანდათან კარგავს ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება – რასა იუკნევიჩიანე