ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია – “გირჩი- მეტი თავისუფლება”

ამ მომენტისთვის ექვს ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია გირჩი მეტი თავისუფლების მიერ.

მათი ინფორმაციით, ყველა შენობის შესასვლელი ბლოკირებულია სატრანსპორტო საშუალებებით. “გირჩი” ითხოვს:

1. სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას
2. რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.

უფრო კონკრეტულად კი, ქუთაისში სუს-ის შესასვლელი ჩაკეტილი აქვს ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს, იმედა კლდიაშვილს. ის ამ დროისთვის საკუთარ ავტომობილში იმყოფება, საიდანაც გადმოსვლასაც არ აპირებს და არც კომენტარს აკეთებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო თანდათან კარგავს ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება – რასა იუკნევიჩიანე
შემდეგი სტატიარაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას – გოცირიძე