საქალაქო სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლების გარდა, სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ დანარჩენ მოქალაქეებსაც. სასამართლოში უშვებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი აქვთ შესატანი. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა – შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება