საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა – შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ცოტა ხნის წინ შევიდა პენიტენციური სამსახურის მანქანა, სპეციალური ესკორტით.

პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული.

ადგილზეა ყვითელი ავტობუსი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ე.წ. რობოკოპები.

შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

ადგილზე პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ