პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გადაყვანილია სასამართლოს შენობაში.

სასამართლოს შენობასთან იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა