საფრანგეთშიდიდი ხნის პროტესტის შემდეგ შეცვალეს მერი, რომელიც ქალაქს ციხიდან ხელმძღვანელობდა

ფრანგი მერი, რომელიც საკუთარ ქალაქს ციხიდან ხელმძღვანელობდა მას შემდეგ, რაც გაუპატიურებაში დასდეს ბრალი, თვეები განმავლობაში გაგრძელებული პროტესტის შედეგად შეცვალეს. მერის მოადგილე რიშარ პრივატი აირჩიეს ჟორჟ ტრონის ნაცვლად, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა 25 მაისს. ის 25 წელიწადზე მეტი ხელმძღვანელობდა ქალაქს, მათ შორის, ოთხი თვე ციხიდან – “ლოკალი” წერს.

ტრონის თებერვალში ბრალი დასდეს ქალაქის საბჭოს თანამშრომლის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში.

საკუთარ განცხადებაში მან დაწერა, რომ “ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებას იღებს” და უარს ამბობს მერის თანამდებობაზე, ამის არგუმენტად კი დაასახელა ის, რომ ის ჯერ კიდევ უდანაშაულოა, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. შემთხვევა პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ დრეიველში მოხდა, სადაც 30 ათასი მოსახლეა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა ტრამპის შეზღუდვა WeChat-სა და TikTok-თან დაკავშირებით მოხსნა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას ზეიმობს