ბაიდენმა ტრამპის შეზღუდვა WeChat-სა და TikTok-თან დაკავშირებით მოხსნა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, 9 ივნისს განაცხადა, რომ ჩინური სოციალური ქსელის TikTok-ისა და მესენჯერის WeChat შეზღუდვებს, რომელიც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დააწესა, მოხსნის. იმის ნაცვლად, რომ ეს გვერდები აკრძალოს, აშშ-ს მთავრობა შეამოწმებს, ამერიკელი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოადგენენ თუ არა ისინი საფრთხეს – ნათქვამია დეკრეტში, რომელსაც ბაიდენმა მოაწერა ხელი. დოკუმეტი ვაჭრობის სამინისტროს და სხვა უწყებებს ავალდებულებს პირადი მონაცემების დაცვის წესები შეიმუშაონ – “დოიჩე ველე” წერს.

დონალდ ტრამპის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ TikTo-ი, WeCha-ი და სხვა ჩინური პროგრამები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ამას ამტკიცებდნენ იმით, რომ ამერიკელი მომხმარებლის პირად მონაცემები, შესაძლებელია ჩინეთის ხელში აღმოჩენილიყო.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის პანსიონში ზეწოლის ახალი ფაქტები
შემდეგი სტატიასაფრანგეთშიდიდი ხნის პროტესტის შემდეგ შეცვალეს მერი, რომელიც ქალაქს ციხიდან ხელმძღვანელობდა