საფრანგეთში ვერსალის რაიონში ხანძარი იყო (ვიდეო)

საფრანგეთში, ფრანგი მეფეების ყოფილი რეზიდენციის რაიონში მასშტაბური ხანძარი იყო – ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცეცხლი ადგილობრივი დროით 17.00 საათზე გაჩნდა რიუ დიუ კლანის ქუჩაზე, რომელიც ვერსალში მდებარეობს. სასახლედან ხანძრის ადგილამდე 2 კილომეტრია.

ადგილზე 86 მეხანძრე და ოცზე მეტი საავარიო-სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული. ნახევარ საათში მისი ჩაქრობა მოხერხდა. ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა ზელენსკი გერმანიაში დაპატიჟა
შემდეგი სტატიამილიონზე მეტი ბიოლოგიური სახეობა გადაშენების პირასაა