მილიონზე მეტი ბიოლოგიური სახეობა გადაშენების პირასაა

გლობალური დათბობის გამო თეთრი დათვი გადაშენების პირასაა. უახლოესი 10 წლის მანძილზე 500 ათასიდან მილიონამდე ბიოლოგიური სახეობა იგივე საშიშროების წინაშეა – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში, რომელიც AFP-ს ჩაუვარდა ხელში. სააგენტომ სამშაბათს, 23 აპრილს დოკუმენტიდან, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდება, ნაწყვეტი გაასაჯაროვა – “დოჩე ველე” წერს.

ექსპერტების აზრით, გადაშენების ტემპები ათობით ან ასობით მეტია, ვიდრე ის გასული 10 მილიონი წლის მანძილზე იყო. ამის მიზეზად მეცნიერები გლობალურ დათბობას, ჰაერის დაბინძურებას, სასმელი წყლის მარაგის სიმცირეს და ტყეების გაქრობას ასახელებენ .

მკვლევარების ინფორმაციით, ახლა დედამიწაზე დაახლოებით 8 მილიონი სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობა ბინადრობს, მათგან უმეტესობა მწერებია.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ვერსალის რაიონში ხანძარი იყო (ვიდეო)
შემდეგი სტატიაავსტრიელმა პოლიტიკოსმა მიგრანტები ვირთხებს შეადარა