საფრანგეთი თვლის, რომ რუსეთთან ლუკაშენკოს რეჟიმის დასრულების მიზნით დიალოგია დასაწყები

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა კლემ ბონმა თქვა, რომ, თვლის, რომ რუსეთს პოლიტიკური დიალოგით შეუძლია “ლუკაშენკოს” ეპოქის დასრულება იმისათვის, რომ ბელორუსი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს – BFMTV-ის ეთერში თქვა მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დასმის კომენტირებისას.

“რუსეთთან დისკუსია უნდა გავაგრძელოთ, რომ პოლიტიკური დიალოგი ვიპოვოთ, რომ ლუკაშენკო მალე წავიდეს (…) და ბელორუსი, ევროპაში უკანასკნელი დიქტატურა, დემოკრატიული გახდეს” – მინისტრმა თქვა.
მკლებ ბონმა ბელორუსის მოქმედებას “მეკობრეობა” უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი, სავარაუდოდ, სანქციებს დაუწესებს ბელორუსს.

ავიაკომპანია Ryanair-მა განცხადებაში, რომელიც მან თვითმფრინავის ვილნიუსში დაშვების შემდეგ გააკეთა, არ აღნიშნა ინციდენტის ძირითადი გარემოებების შესახებ და განაცხადა, რომ მინსკი უფრო ახლოს იყო, ვიდრე ვილნიუსი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება – უკრაინული eurointegration-ი წერს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
მინსკი თებერვლიდან ცდილობს ვარშავისგან ბლოგერის ექსტრადაციას.

თვითმფრინავის გატაცება მკაცრად დაგმეს ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ. ის ნატოს სამიტზე ერთ-ერთიმნიშვნელოვანი თემა იქნება.

ლიეტუვამ და პოლონეთმა თვითმფრინავის იძულებით დასმას “სახელმწიფო ტეროტიზმი” უწოდეს.

ბლოგერთან ერთად დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგი, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური – გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს
შემდეგი სტატიათურნავა ნამოხვანზე – ნამდვილად იყო კომუნიკაციის ნაკლებობა ყველა მხრიდან