საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მას ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ბოლო პერიოდში, საავადმყოფოში მკურნალობდა.

მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის. მისი წარმოდგენები იმართებოდა „მეტროპოლიტენ ოპერაში“, სან ფრანცისკოსა და ვენის ოპერის სახელმწიფო თეატრებში.

საოპერო მომღერალი ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურთან ერთად.

საოპერო მომღერალს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძემ საზოგადოებას თბილისობის დღესასწაული მიულოცა
შემდეგი სტატიასისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ – დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს