სისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ – დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ – საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

19 წლის ბიჭი, რომელსაც ყელის და შუბლის არეში 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის, ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვამ მას მანქანის მისთვის სასურველს ადგილზე გაჩერების უფლება არ მისცა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, სამართალდამცველებს სავარაუდო ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშისაოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ