დავით ბაქრაძემ საზოგადოებას თბილისობის დღესასწაული მიულოცა

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძემ საზოგადოებას თბილისობის დღესასწაული მიულოცა. დავით ბაქრაძე თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

“მინდა თითოეულ თბილისელს მივულოცო ჩვენი საყვარელი ქალაქის დღესასწაული და ვისურვო ის რაც ყველა თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან გვაკლია. მეტი იმედი მეტი სითბო, მეტი რწმენა ხვალინდელი დღის მშვიდობა და უკეთესობა თითოეულ ოჯახში. ვულოცავ ყველა თბილისელს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ, რომ თბილისობა არის ყველა თბილისელის და მთელი საქართველოს დედაქალაქი, მთელი საქართველოს გული და ალბათ ყველა თბილისელთან ერთად ზეიმობს მთელი საქართველო ზეიმობს ამ დღესასწაულს” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია
შემდეგი სტატიასაოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა