საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძეს 2 თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა ორი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა ორი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, – განაცხადეს სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ 12 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სუს-მა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ამასთან, ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

წინა სტატიაშიექსკლუზივი: ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქს ხვდება
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა:ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის, ეძებს ადამიანებში სუსტ წერტილებს და მუდმივად ამ სისუსტეებს უტევს