გია ხარჩილავა:ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის, ეძებს ადამიანებში სუსტ წერტილებს და მუდმივად ამ სისუსტეებს უტევს

წალენჯიხის საკრებულომ ვერც მესამე ცდაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. სხდომა გახარიას პარტიის მიზეზით ჩაიშალა. პარტიამ
,,საქართველოსთვის” უარი განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაესახელებინა თავისი კანდიდატურა.წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ეჭვობს, რომ საქმე პოლიტიკურ გარიგებასთან გვაქვს. მისი თქმით, დღეს გახარია სერიოზული არჩევანის წინაშე დგას.
– გახარიას დღეს სერიოზული არჩევანი დაუდგა, ის ან ტოვებს წალენჯიხას წარსულში, ან მივდივართ განვითარებისკენ, – აცხადეხს ხარჩილავა.
წალენჯიხაში ვერც ნაციონალები და ვერც ,,ოცნება” გახარიას გარეშე საკრებულოს თავმჯდონარედ თავიანთ კანდიდატს ვერ გაიყვანენ. ხარჩილავას თქმით, წალენჯიხაში აუცილებლად უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა.
-ხელისუფლებამ მთლიანობაში აიღო 34%, ოპოზიციამ 66%. მოსახლეობის დაკვეთაა ცვლილებები, ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ მათი იმედები არ გავამართლოთ, – აღნიშნავს წალენჯიხის მერი.

 

https://youtu.be/QhBzgnE878c

 

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძეს 2 თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი იუსტიციის მინისტრს – პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს იმ დარღვევებზე, რომლებიც თქვენს სისტემაში იქნა ჩადენილი?