სამწუხაროდ, მტერმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუს ოკუპანტებს ოლქის ტერიტორია მთლიანად ოკუპირებული აქვთ.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ბრძოლები მხოლოდ ოლქის შემოგარენში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.

“მტერი ცდილობს, რომ ოლქში საოკუპაციო ხაზი გაავლოს. რაც შეეხება ოპერატიულ პაუზას, რომელიც რუსებმა გამოაცხადეს, სიცრუეა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მტერი ინტენსიურად ისვრის. რეგიონიდან გასვლა უკრაინის მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიმართულებით, შემდეგ კი ან საქართველოში ან სხვა ქვეყანაში გადასვლაა. ტერიტორია სადაც ომი მიმდინარეობდა, რუსულმა არმიამ ყველაფერი გაანადგურა. საცხოვრებელი ფონდი, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ინფრასტრუქტურული ობიექტები მთლიანად დანგრეულია”, – ამბობს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარტვილში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია