მარტვილში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. სრულდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ, მტერმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა – გაიდაი
შემდეგი სტატიაგუბერნატორი – რუსეთმა დონეცკის დაბომბვა დაიწყო – ერთადერთი სწორი გამოსავალი ევაკუაციაა!